Tuesday, 18 February 2014


"არ არსებობს იმაზე მეტი ხელოვნება, ვიდრე აღზრდის ხელოვნება. ფერმწერი და მოქანდაკე ქმნის უსულო სურათს ან ქანდაკებას. ბრძენი აღმზრდელი ქმნის ცოცხალ ხატს, რომლის შემხედვარე ღმერთი და ადამიანები ხარობენ." წმინდა იოანე ოქროპირი დიახ, მასწავლებლობა მართლაც ხელოვნებაა, რომელიც "გულის სისხლს მოითხოვს საფასურად." ეს, ჩემი აზრით, ღმერთისაგან ბოძებული ნიჭია, ნიჭი სიყვარულისა, სიკეთისა, მოყვასის გახარებისა,სითბოსა და მადლის გაცემისა... ყველა საფიქრალი მავიწყდება როცა კლასის კარს შევაღებ.იქ ხომ ჩემი პატარები მელიან მოუთმენლად. ელიან ახალს,საინტერესოს,მათთან ერთად ვმოგზაურობ ცოდნის ჯადოსნურ სამყაროში... და რა ბედნიერებაა, როდესაც შენი შრომის შედეგს იმკი.

No comments:

Post a Comment