










ტრენინგის დასახელება-1:1 ელექტრონული სწავლება
ჩამტარებელი ორგანიზაცია-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი. ჩატარების ადგილი-გორის პირველი საჯარო სკოლა
ტრენინგის ხანგრძლივობა- 36 საათი.
ტრენინგის ჩატარების დრო- ნოემბერი
მიზანი: პირველი კლასის დამრიგებლების პროფასიული განვითარება ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით. რაც ხელს შეუწყობს 1:1 ელექტრონული სწავლების ეფექტურად დანერგვას, სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას ელექტრონული რესურსების შექმნისა და გამოყენების გზი რეზიუმე
ურთიერთგაცნობის შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო პროგრამა რასაც გავივლიდით ამ ტრენინგის ფარგლებში. შემდეგ ტრენერმა შემოგვთავაზა სტრატეგია-ბიჯების დამზადება. რითაც გაირკვა რა ვიცოდით ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესახებ. ასევე რას ველოდებოდით ტრენინგებისაგან. ტრენერმა წაგვიკითხა მინი ლექცია:კურსის შედეგების შესაბამისობა მოლოდინებთან. მუშაობის წესებისა და ფორმების შეთანხმება ჯგუფთან და საორგანიზაციო საკითხები. ამის შემდეგ გავეცანით სახელმძღვანელოში მოცემულ ტექსტს „ საგნობრივი პროგრამა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში.“შევაჯამეთ ტექსტი: ü ისტ-ის სასწავლო პროცესში გამოყენების მიზნები და ამოცანები. ü კომპიუტერული ტექნოლოგიებით სხვადასხვა დისციპლინების ეფექტურად ინტეგრაციის შესაძლებლობა. ტრენერმა წაგვიკითხა მინი-ლექცია სწავლა-სწავლების ტრადიციულ და თანამედროვე მიდგომებზე. ამის შემდეგ დავიყავით 3 ჯგუფად :მასწავლებლები, მოსწავლეები და სკოლის ადმინისტრაცია.ჩამოვწერეთ რა გვესაჭიროებოდათ ეფექტური სასწავლო გარემოს შესაქმნელად.გავაკეთეთ პრეზენტაცია. ტრენერმა შეაჯამა საჭიროებები, განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ტექნოლოგიებს. ისევ ჯგუფურად გავაგრძელეთ მუშაობა და განვიხილეთ ჯგუფებში ისტ კომპეტენციის სტანდარტი. ტრენერმა მონაწილეებს გვიჩვენა კომპიუტერის ძირითადი მოწყობილობები. განვასახიერეთ სიმულაციური გაკვეთილი. ტრენერმა ასევე აგვიხსნა საგანმანათლებლო ტიპის სავარჯიშო პროგრამაში მუშაობა. ვიმსჯელეთ საჭიროა თუ არა ასეთი თამაშების გამოყენება. გავიხსენეთ უზნაძის განწყობის თეორია. გავაკეთეთ პირველი დღის შეფასება. მეორე დღე დავიწყეთ მინი ლექციით განვიხილეთ ოპერაციული სისტემა, განვიხილეთ სტანდარტული საქაღალდეები. გავმართეთ მინი დისკუსია თემაზე-ნაბეჭდი და ნაწერი ტექსტის დადებითი და უარყოფითი მხარეები. ამის შემდეგ ვიმუშავეთ ტექსტის შექმნაზე, ფაილის შენახვაზე საქაღალდეში. მუსაობა გავაგრძელეთ ჯგუფებში: არეული ლექსის სტრიქონები მაკრატლით უნდა ამოგვეჭრა და გაგვესწორებინა. განვიხილეთ 4 ტიპის ინფორმაცია:ტექსტური, გრაფიკული, ვიდეო და ხმოვანი. ასევე განვიხილეთ ყველა სახის პიქტოგრამები. გავხსენით სამუშაო მაგიდაზე არსებული სხვადასხა ტიპის ფაილები. შევავსეთ შეფასების ფურცლები. მესამე დღე მინი -დისკუსია :რა ტიპის თვალსაჩინოებებს ვიყენებთ სასწავლო პროცესში? პრაქტიკული სამუშაო ცხრილებში ჩასმა და რედაქტირება. ნაბეჭდი სავარჯიშოებიდან მოვამზადეთ ელექტრონული ვერსიები. შემდემდეგ შევასრულეთ სავარჯიშო 3-1. და 3-2. გავმართეთ მინი -დისკუსია კიდევ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ცხრილები საგაკვეთილო პროცესში. შევასრულეთ ინდივიდუალური სამუშაო, ტრენერმა გადმოგვიგზავნა შინაური და გარეული ცხოველების სურათები. შევინახეთ ეკრანზე, შემდეგ შევქმენით ცხრილები, ერთ მხარეს ჩავსვით შინაური ცხოველების სურათები, მეორე მხარეს გარეული ცხოველების სურათები.გადავუგზავნეთ ტრენერს. გავაკეთეთ სავარჯიშოები: 3-2,3-3,3-4,3-5. სახალისო აქტივობით განვიტვირთეთ. მოვისმინეთ ლექცია:პოვერ პოინტის გამოყენებით, ვებ ბრაუზერი,ნავიგაცია,სამისამართო პანელი,საძიებო სისტემა, ინფორმაციის მოძიება. დავათვალიერეთ საგანმანათლებლო რე3სურსები.ვივარჯიშეთ ფაილის გადმოტვირთვაზე და შენახვაზე. სურათების მოძებნაზე და მყარ დისკზე და ფლეშზე შენახვაზე. მოგვეცა საშინაო დავალება- მოვიფიქროთ გაკვეთილის გეგმა ,სადაც ჩვენს მიერ მომზადებულ სასწავლო რესურსს გამოვიყენებთ. შევავსეთ შეფასების ფურცლები. მეოთხე დღე წინა დღის მიმოხილვის შემდეგ, ტრენერმა გვთხოვა გაგვეხსნა წინა დღეს შენახული დოკუმენტები და რედაქტირება მოგვეხდინა ახალი ინსტრუმენტების დახმარებით. შემდეგ ტრენერმა დაგვისვა ასეთი ხასიათის კითხვები:კომუნიკაციის რა საშუალებებს იცნობთ? რა საშუალებებს იყენებთ? ჩამოვთვალეთ ყველა საშუალება კომუნიკაციის. შემდეგ გადავუგზავნეთ ტრენერს მომზადებული სასწავლო რესურსები. მოვუსმინეთ მინი-ლექციას, ინფორმაციის სანდოობა, შეფასების კრიტერიუმები. ვიმუშავეთ ინტერნეტთან მუშაობის ეთიკის ნორმებზე, უსაფრთხოების ნორმებზე.შევაჯამეთ ყოველივე ეს ნორმები. მინი-ლექცია დაინსტალირებული მონიტორინგის პროგრამული უზრუნველყოფის მნიშვნელობა და შესაძლებლობები. გაკვეთილის გეგმის შაბლონის მიხედვით დავწერეთ გაკვეთილის გეგმა, სადაც გამოვიყენეთ ჩვენი შექმნ ილი რესურსი. ეს აქტივობა ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი იყო. მეხუთე დღე. მოვახდინეთ მასწავლებლის პროგრამაში ჩართვა ჩვენი კომპიუტერების. ტრენერმა მიმოიხილა მასწავლებლის ეკრანი.ვივარჯიშეთ ეკრანის გადაცემაზე. გავნაწილდით ჯგუფებად და ვიმუშავეთ მასწავლებლის კომპიუტერიდან როგორ ხდება მოსწავლისთვის ფაილის გადაგზავნა.ვიმუშავეთ სიჩუმის პროგრამის გააქტიურებაზე.დაისვა შემაჯამებელი კითხვები. განვიხილეთ გაკვეთილის ორგანიზების ძირითადი საფეხურები აქტიური ლექციის მეთოდით.ამავე მეთოდით განვიხილეთ სამფაზიანი გაკვეთილის მოდელი. ინდივიდუალურად დავგეგმეთ ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილები.საშინაო დავალებად მოგვეცა გეგმის შეყვანა ელექტრონულ ფორმატში. მეექვსე დღე დავიწყეთ სახალისო აქტივობით, რომლის დროსაც გამომჟღვნდა ჩვენი განწყობა. შემდეგ გონებრივი იერიშით გაირკვა რა პრობლემები წარმოიშვა სწავლა-სწავლების პროცესში. ავკრიფეთ კომპიუტერზე ტექსტი „პრობლემა და მისი გადაჭრის გზები“, გავაკეთეთ პრეზენტაცია, მოსწავლის ეკრანი გავუზიარეთ კოლეგებს. ამის შემდეგ ტრენერმა გვაჩვენა 2 ვიდეო, სადაც ჩანდა გაკვეთილის დაწყების არაეფექტური და ეფექტური დაწყება. გავმართეთ დისკუსია გამომწვევ მიზეზებზე.შეჯამებისას ყურადღება გავამახვილეთ რამდენიმე საკითხზე, რაც მოეთხოვება მასწავლებელს. გავეცანით კლასის მართვის ფორმებს, ავტორიტარულს,დემოკრატიულს და ქაოსურს. შემდეგ განვიხილეთ საკლასო მენეჯმენტის სამი მიზანი, ასევე სიტუაციური ამოცანები.ვნახეთ ნაწყვეტი მარზანოს ფილმიდან „კლასის მართვა.“ვისაუბრეთ ქცევის წესების შემუშავებაზე. ვნახეთ რამდენიმე მზა პრეზენტაცია პოუერ პოინტში შესრულებული. გავაკეთეთ დღის რეფლექსია და შევავსეთ ბარათები. ჩემთვის ძალიან ეფექტური იყო ეს დღე ბევრი ისეთი საკითხი დავამუშავეთ ,რაც ნამდვილად დამეხმარება მუშაობაში. მეშვიდე დღე ტრენერმა გაგვახსენა წინა დღე და ბოლოს მოსმენილი პრეზენტაცია. გავმართეთ დისკუსია:რატომ არის მნიშვნელოვანი ვიზუალური მასალის გამოყენება სასწავლო პროცესში? რა მახასიათებლები აქვს ეფექტიან ვიზუალურ მასალას?მოვისმინეთ აქტიური ლექცია პოუერ პოინტის გამოყენებით. რა არის ეფექტიანი პრეზენტაცია? ვისწავლეთ პრეზენტაციის მომზადება სლაიდების დიზაინის დაყენება, გრაფიკული ობიექტების,ანიმაციების დამატება,ხმის დაყენება. მოვამზადეთ შესაბამი პრეზენტაციები. ასევე ვიმუშავეთ ხატვის პროგრამაში. იქ შექმნილი ნახატები შევინახეთ, შემდეგ ჩავსვით პრეზენტაციაში დაუწერეთ ინგლისური და ქართული სახელწოდებები და გაუგზავნეთ ტრენერს. ტრენერმა გააერთიანა წყვილების მიერ შექმნილი სლაიდები ერთ ფაილში და შექმნა ინგლისური სიტყვების ლექსიკონი. მოვისმინეთ პრეზენტაცია-„პრეზენტაციის წარმართვის ძირითადი პრინციპები და ხერხები.“ დამყარდა ტრენერსა და ჩვენს შორის უკუკავშირი. შემდეგ აქტიური ლექცია და პრეზენტაცია პოუერ პოინტის გამოყენებით „კომუნიკაციის ინსტრუმენტები ინტერნეტში, ელექტრონული ფოსტა.“შედეგად შევძელით წერილების გაგზავნა-მიღება,დოკუმენტის მიმაგრება,ჩეტში მოწვევის გაგზავნა. მოგვეცა საშინაო დავალება-გაკვეთილის გეგმის მომზადება. მერვე დღე ტრენერმა დაგვისვა კითხვები ტესტირებასთან დაკავშირებით.როგორ ვადგენთ ტესტებს? განვიხილეთ კითხვის დასმის ტექნიკა(ბლუმის ტაქსონომია).მინი ლექცია-ტექსტების შექმნის დადებითი მხარე. გავეცანით სპეციალურ პროგრამას ტესტის ფურცლის შექმნას,კითხვების დამატებას,ტესტის დაწყება, ქულების მინიჭება,ტესტის შედეგების გაგზავნა მოსწავლეებთან,ტესტის შედეგების სტატისტიკის მაჩვენებელი. შემდეგ ტრენერმა მოგვმართა კითხვით გაგვიხორციელებია თუ არა სასწავლო პროექტი? რა რესურსები გამოგვიყენებია? შემდეგ ტრენერმა ჯგუფებად დაგვყო და გვთხოვა გადაგვეღო რეალური საგნების სურათები საკლასო ოთხში, ან გარეთ,სადაც რაც შეიძლება მეტი გეომეტრიული ფიგურა იქნებოდა ასახული. თვალსაჩინოდ გამოვკვეთეთ ყველა გეომეტრიული ფიგურა, შევინახეთ ფოლდერში. შემდეგ განვიხილეთ სურათის იმპორტირება, ზომის შეცვლა,ფენის დამატება,ხატვის ინსტრუმენტების გამოყენება.ტრენერმაგაგვაცნო შეფასების რუბრიკა,რის მიხედვითაც შეიძლება ამ აქტივობაში მოსწავლეების შეფასება. მინი-დისკუსია როგორ შეიძლება ამ ინსტრუმენტის გამოყენება სასწავლო პროცესში? ვიმუშავეთ ინდივიდუალურად გაკვეთილის გეგმის მომზადებაზე ელექტრონულ ფორმატში,გაკვეთილისთვის თვალსაჩინოების მომზადება საპრეზენტაციო პროგრამაში. ვივარჯიშეთ ტესტების შედგენაზე.გაკვეთილის გეგმის დასრულებაზე და შესაბამისი სასწავლო რესურსის შექმნაზე. მეცხრე დღე მუშაობა დავიწყეთ ინდივიდუალურად, სასწავლო პროექტის გეგმის და შესაბამისი ელ.სასწავლო რესურსების მომზადება ელექტრონულ ფორმატში.შემდეგ ტრენერს გადავუგზავნეთ პროექტის გეგმები.მინი -ლექცია კომპიუტერული ვირუსების შესახებ,ანტივირუსის შესახებ,ანტივირუსული პროგრამების მომზადება. ჩამოვაყალიბეთ ნეთბუქის მოვლის წესები.გავმართეთ დისკუსია- რა ვისწავლეთ? რაში გამოვიყენებთ მირებულ კომპეტენციებს? ყველა მონაწილის პასუხი თავისებურად საინტერესო იყო და დასამახსოვრებელი. ნაწილი მეოთხე ჩემთვის ეს ტრენინგი მნიშვნელოვანი იყო იმით ,რომ ვისწავლე ის ინოვაციები რაც მეტად მნიშვნელოვანია თანამედროვე გაკვეთილების ჩასატარებლად. ისტ-ის გამოყენებას ყველა საგანში შევძლებთ და მრავალფეროვანს გავხდით სასწავლო პროცესს. ვგეგმავ აქ მიღებული ცოდნა პრაქტიკულად გამოვიყენო ჩემს გაკვეთილებზე, ასევე სიამოვნებით გავაცნო კოლეგებს და ვესაუბრო ამ რესურსის ეფექტურობაზე. ო უმეკაშვილი 2012წ. დანართი . დანართი ტრენინგის დღის წესრიგი: დღე პირველი · კურსის წარდგენა:მიზანი,შედეგები,განრიგი,შეფასება, ისტ-ის როლო სასწავლო პროცესში. · სწავლება-სწავლის თანამედროვე მიდგომები. · მასწავლებლის კომპეტენციების სტანდარტი. · ბულის ძირითადი ფიზიკური სტრუქტურა. დღე მეორე · მოქმედებები ფაილებსა და საქაღალდეებზე. · ფაილის ტიპები. · ტექსტის შეტანა ტექსტურ რედაქტორში. დღე მესამე · გრაფიკული ობიექტების ჩასმა და რედაქტირება ტექსტურ რ4ედაქტორში. · სწავლების სამფაზიანი მოდელი. · გაკვეთილის დაგეგმვა. · ელ.რესურსის მომზადება. დღე მეოთხე. · საგანმანათლებლო რესურსები ინტერნეტში. · ელ.თამაშების გამოყენება საწავლო პროცესში. · ინფორმაციის სანდოობა. · ეთიკის და უსაფრთხოების საკითხები. დღე მეხუთე · კლასის მართვის პროგრამული უზრუნველყოფა საკლასო მენეჯმენტის რეკომენდაციები. დღე მეექვსე · სასწავლო პრეზენტაციის მომზადება. · სასწავლო პრეზენტაციის გამოყენება სასწ.პროცესში. დღე მეშვიდე · პრეზენტაციის წარმართვის ძირითადი ხერხები და პრინციპები. · სურათებისა და ვიდეოს გადაღება ბუკზე. დღე მერვე · სასწავლო ტესტის შედგენა კლასის მართვის პროგრამაში.ელექტრონულ ფოსტაში რეგისტრაცია.მშობლების ინფორმირება ნეთბუქების მოვლასა და ინტერნეტ უსაფრთხოებაზე. დღე მეცხრე · ანტივირუსები. · ბუკზე დაინსტალირებული მშობლის მონიტორინგის
ანგარიში
თარიღი: 27 დეკემბერი
ტრენინგის დსახელება: პროექტებით
სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება.
ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია: "მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი".
ტრენინგის ჩატარების ადგილი:
ქ.გორის მე-8 საჯარო სკოლა.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 36 საათი
მიზანი: საქართველოს სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და პრინციპების შესაბამისად.
ამოცანები:
საინტერესო ტრენინგია.ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა,როგორ გამოვიყენო
სასწავლო პროექტები ;სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისათვის.ამისათვის განვიხილეთ სასწ.
ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვის სტრატეგიები,ვისწავლეთ პუბლიკაციების მომზადება,
გავეცანითპროექტის მოთხოვნებს.
დღე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო.
მომდევნო შეხვედრაზე შეფასების კრიტერიუმები განვიხილეთ. კიდევ ერთხელ
ვისაუბრეთ სტრატეგიებზე, რომლებიც გამოგვადგება შეფასების პროცესში.განვიხილეთ მრავალნაირი
აქტივობები, რომლებსაც გამოვიყენებ პროექტის მსვლელობისას. გავეცანით პროექტების პრეზენტაიების
ქარგას.
დღეს განვსაზღვრეთ, როგორ მოვახერხებთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ინტეგრირებას
ჩვენს პროექტში.გავეცანით ინტერაქტიულ ინტერნეტ-რესურსებს მოსწავლეთა თანამშრომლობისა
და კომუნიკაციის ხელშეწყობისათვის.ვისაუბრეთ სასარგებლო ვებ-საიტების ეფექტურად მოძიებისა
და მათი შეფასების მეთოდებზე.განვიხილეთ სასწავლო პროექტის მეშვეობით სტანდარტების
მიღწევის საკითხებზე.ვიმსჯელეთ საავტორო უფლებების კანონმდებლობასა და მათი გამოყენების
წესების საკითხებზე
ამ მოდულის მსვლელობისას ერთმანეთს გავუზიარეთ იდეები პროექტში ინტერნეტის
გამოყენების შესახებ.განვიხილეთ მოსწავლეთა მიერ ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით
გამოყენების გზები. შევქმენით და შევაფასეთ მოსწავლეთა ნაშრომების სავარაუდო ნიმუშები,მაგ:
პრეზენტაციები, პუბლიკაციები, ვიკი და ბლოგები. პროექტის გეგმებში შვიტანეთ საჭირო
ცვლლებები.
ამ მოდულშიგავეცანით, თუ როგორ შიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების
მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის
სააზროვნო უნარების განვითარებისათვის.დავხვეწეთ შეფასების გეგმები, შვქმენით შფასების
ფორმები მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის.გავუზიარეთ კოლეგებს სასწავლო პროექტის
გეგმა.
ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწ-თა სავარაუდო ნაშრომები და შეფასების რუბრიკები.
ვიმსჯელეთ,როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეთ თვითრეგულირებად სწვლას.დავსახეთ გზები, როგორ
მოგვეძია დიფერენცირებული სწავლების გზები ყველა ტიპის მოსწავლეთათვის.
დავიწყეთ თემისათვის საჭირო ფასილიტაციის მასალების მომზადების დაგეგმვა.
მე-7 მოდულის ფარგლებში ვიმსჯელეთ, როგორ გამოვიყენო კითხვის დასმის სხვადასხვა
ტექნიკა.შევისწავლეთ,პრეზენტაციის შექმნის პრინციპები, განვიხილეთ, დოკუმენტებისა და
ვებ-რესურსების შექმნის თავისეურებები მოსწავლეზე ორიენტირებული სასწ. პროცესის ხელშესაწყობად.
ამ მოდულში წარმოვადგინეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოები, გავუზიარეთ
ერთმანეთ ჩვენი ნაშრომები, ვიმსჯელეთ პროექტების ჩვენების დადებით მხარეებზე.
პრეზენტაციის შემდეგ დაისვა შეკითხვები,
გამოითქვა მოსაზრებები.
ტრენინგის მნიშვნელობის დასაბუთება:
კურსის მეშვეობით საკმაოდ კარგი ცოდნა და გამოცდილება მივიღე პროექტზე
მუშაობისათვის. მჯერა, რომ პროექტის განხორციელება დადებითად აისახება ჩემი მოსწავლეების
სწავლის ხარისხზე, რადგან ისინი ისწავლიან თანამშრომლობას, განივითარებენ მაღალი დონის
სააზროვნო უნარებს,ისწავლიან ახალ-ახალ ტექნოლოგიურ მეთოდებს და მათთვის სასკოლო ცხოვრება
საინტერესო და ნაყოფიერი იქნება.
ყველა მოდული საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო,რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის
ქ-ნ ნანას, მისი პროფესიონალიზმის შედეგია სწორედ ის, რომ ჩვნ ბევრი საჭირო და მნიშვნელოვანი
მეთოდები შევისწავლეთ. მადლობა ამისთვის!
ოფელია უმეკაშვილი
2013წ.27.12
მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფების შეხვედრების ანგარიში 2013-2014ს.წ.
№
|
თარიღი
|
აქტივობის
დასახელება
|
ფასილიტატორი
|
საგანი
|
აქტივობის მოკლე
მიმოხილვა
|
მონაწილე მასწავლებ
ლები
|
1.
2
3
4
5
6
7
8
9
|
15.10.2013
17.12.
2013
4.02.2014
14.03.
2014
13.03.
2014
27.03
2014
12.04
2014
08.05
2014
29.05
2014
|
გაკვეთილზე
ურთიერთ
დასწრება
გაკვეთილზე
ურთიერთდასწრება
მონაცემთა
ანალიზი
გაკვეთილზე ურთიერთდასწრება
სამოდელო
გაკვეთილ
ი მე-3კლ.
მონაცემთა
ანალიზი,
მე-4კლ
ერთობლივი გაკვეთილი
მათემატიკის
დიაგნოსტიკური
ტესტირების შედეგების
განხილვა
შემაჯამებე-
ლი
შეხვედრა
|
ო.უმეკაშვილი
ო.უმეკაშვილი
ო.უმეკაშვილი
ო.უმეკაშვილი
ო.უმეკაშვილი
ო.უმეკაშვილი
ო.უმეკაშვილი
ო.უმეკაშვილი
ო.უმეკაშვილი
|
მათემა
ტიკა
ქართული ენა,მე-3კლ.
მათემატიკა მე-2 კლ.
ქარ
თული ენა.მე-6კლ
მათე
მატიკა
მათემატიკა
ქართული ენა,Ιკლ.
მათემატიკა
|
ო.უმეკაშვილმა კოლეგებს გაუზიარა მე-6 კლასში ჩატარებული გაკვეთილი.
საგნის მასწავლებელმა მიმოიხილა გაკვეთილის მსვლელობა წინასწარ შემუშავებული გეგმის
მიხედვით.მან ისაუბრა ჩატარებული გაკვეთილის ძლიერ და სუსტ მხარეებზე.აღნიშნულ საკითხზე
იმსჯელეს დამსწრე პედაგოგებმა და გამოხატეს მოსაზრებები შდეგების გაუმჯობესებისათვის.
დამსწრე მასწავლებელმა კოლეგასთან
ისაუბრა ამა თუ იმ სტრატეგიის შესახებ, განიხილეს დეტალები.მან კონსტრუქციულად გაუზიარა
საკუთარი შეხედულებები გაკვეთილის მიმდინარეობის შესახებ.
ოფელია უმკაშვილმა კოლეგებთან მოკლედ მიმოიხილა გაკვეთილის მსვლელობა
წინასწარ შემუშავებულ
გეგმასთან მიმართებით.მან გამოყო ჩატარებული გაკვეთილის ძლიერი და სუსტი
მხარეები.აღნიშნა წარმოქმნილი სირთულეები და პოზიტიური მხარეები.
დამსწრე მასწავლებელმა კოლეგასთან დააზუსტა დეტალები ამა თუ იმ სტრატეგიებთან
დაკავშირებით.კონსტრუქტიულად გაუზიარა საკუთარი შეხედულებები გაკვეთილის მიმდინარეობის
შესახებ.
კოლეგებმა გამოთქვეს საკუთარი
მოსაზრებები, რაც გასათვალისწინებელი იქნება შდეგების გასაუმჯობესებლად.
გამოცდილების გაზიარების მიზნით ო.უმეკშვილი დაესწრება ელენე ხუციშვილის
გაკვთილს და ნახავს სამფაზიანი მოდელის გამოყენებას.
ო.უმეკაშვილმა კოლეგებს გაუზიარა მე-2 კლასში ჩატარებული დიაგნოსტიკური
შეფასების შედეგები მათემატიკაში.მოისმინეს საგნის პედაგოგის ირმა იჩქითის
ანგარიში ტესტირების ძლიერ და სუსტ მხარეებთან დაკავშირებით. ჯგუფმა განიხილა ყველა
შემთხვევა და იმსჯელესშედეგების გაუმჯობესებისათვის საჭირო სტრატეგიების შესახებ.
გამოცდილების გაზიარებისა და
ურთიერთთანამშრომლობის მიზნით ო. უმეკაშვილი დაესწრება ნუნუ ბაქრაძეს და მოისმენს
ქართული ენის გაკვეთილს.
ფასილიტატორმა კოლეგებს გაუზიარა მე-6 კლასში ჩატარებული ქართული ენის
გაკვეთილი.მოისმინეს საგნის პედაგოგის ნ. ბაქრაძის მოხსენება გაკვეთილის ძლიერი და
სუსტი მხარეების შესახებ.დამსწრე პედაგოგებმა იმსჯელეს სუსტი მხარეების ირგვლივ და
გამოთქვეს მოსაზრებები.ძლიერი მხარეები მოიწონეს და გაიზიარეს.
გამოცდილების გაზიარების მიზნით დაიგეგმა ოფელია უმეკაშვილის სამოდელო
გაკვეთილის მოსმენა მე-3კლასში,მათემატიკაში.
მოისმინეს მე-3 კლასის პედაგოგ ოფელია უმეკაშვილის მოხსენება ჩატარებული
სამოდელო გაკვეთილის შესახებ. დამსწრე პედაგოგმა ქ.ჩხიკვაძემ ისაუბრა გაკვეთილის
ძლიერ და სუსტ მხარეებზე.
გაკვეთილი კონსტრუქტივისტული მიდგომით ჩატარდა,სადაც აქტიურად გამოიყენებოდა
მანიპულატივები.პედაგოგებმა მოიწონეს გამოყენებული აქტივობები,რომლებიც მიზანზე გასვლის
საშუალება იყო.
ფასილიტატორმა ო.უმეკაშვილმა კოლეგებს გაუზიარა მე-4 კლასში ჩატარებული
დიაგნოსტიკური
შეფასების შედეგები მათემატიკაში.მოისმინეს საგნის პედაგოგის ელენე ხუციშვილის
ანგარიში ტესტირების ძლიერ და სუსტ მხარეებთან დაკავშირებით. ჯგუფმა განიხილა ყველა
შემთხვევა და იმსჯელესშედეგების გაუმჯობესებისათვის საჭირო სტრატეგიების შესახებ.
გამოცდილების გაზიარებისა და
ურთიერთთანამშრომლობის მიზნით ო. უმეკაშვილი დაესწრება ნანა ილურიძეს და მოისმენს
ქართული ენის ერთობლივ გაკვეთილს პირველ კლასში.
მოისმინეს ო.უმეკაშვილის ანგარიში პირველ კლასში ჩატარებული გაკვეთილის
შსახებ. პედაგოგმა ვრცლად ისაუბრა გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობების შესახებ.გამოიკვეთა
პრობლემები.დამსწრე პედაგოგებმა იმსჯელეს პრობლემების გამომწვევ მიზეზებზე და დასახეს
აღმოფხვრის გზები.შეიმუშავეს აქტივობები,რომელიც დაეხმარება ნ.ილურიძეს კითხვის ტექნიკის
გაუმჯობესებაში იმ მოსწავლეებთან,რომელთაც უჭირთ კითხვა.
გადაწყდა,რომ ერთი თვის შემდეგ
კვლავ მოისმინონ ნ.ილურიძის გაკვეთილი.
მოისმინეს ო.უმეკაშვილის მოხსენება მათემატიკაში ჩატარებული დიაგნოსტიკური
ტესტირების დადებითი მხარეების შესახებ.პედაგოგებმა ისაუბრეს და დამსწრეთ გააცნეს
შედეგები.სასიამოვნოა,რომ ტესტირების შდეგებით პედაგოგები კმაყოფილნი არიან.რა თქმა
უნდა, გამოიკვეთა ხარვეზები,რაც ახლდა ამ პროცესს.
გადაწყდა,რომ დიაგნოსტიკურ ტესტირებას კვლავ ჩაატარებენ ოქტომბერსა და
მაისში(2014-2015 ს.წელს).
ო.უმეკაშვილმა ისაუბრა 2013-2014 წელს მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის
მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.პედაგოგებმა ისაუბრეს წარმატებულ მხარეებსა და პრობლემურ
საკითხებზე. მათ ერთხმად აღნიშნეს, რომ პედაგოგთა სასწავლო ჯგუფებში მუშაობამ მათ
ბევრი კარგი რამ ასწავლა და კვლავაც დიდი მონდომებით გააგრძელებენ მუშაობას.
|
ა.ჟუნენკო
ე. ხუციშვილი
ნ.ილურიძე
ი.იჩქითი
ო.უმეკაშვილი
ქ.ჩხიკვაძე
ნ.ილურიძე
ი.იჩქითი
ნ.ბაქრაძე
ა.ჟუნენკო
ე.ხუციშვილ
ო.უმეკაშვილი
ი.იჩქითი
ნ.ილურიძე
ო.უმეკაშვილი
ქ.ჩხიკვაძე
ნ.ილურიძე
ი.იჩქითი
ნ.ბაქრაძე
ო.უმეკაშვილი
ა.ჟუნენკო
ე.ხუციშვილი
ნ.ილურიძე
ა.ჟუნენკო
ო.უმეკაშვილი
ე.ხუციშვილი
ი.იჩქითი
ო.უმეკაშვილი
ქ.ჩხიკვაძე
ი.იჩქითი
ო.უმეკაშვილი
ე.ხუციშვილი
ი.იჩქითი
ნ.ილურიძე
ო.უმეკაშვილი
ე.ხუციშვილი
ი.იჩქითი
ქ.ჩხიკვაძე
ნ.ილურიძე
ნ.ბაქრაძე
ა.ჟუნენკო
|
No comments:
Post a Comment