Tuesday, 18 February 2014


"არ არსებობს იმაზე მეტი ხელოვნება, ვიდრე აღზრდის ხელოვნება. ფერმწერი და მოქანდაკე ქმნის უსულო სურათს ან ქანდაკებას. ბრძენი აღმზრდელი ქმნის ცოცხალ ხატს, რომლის შემხედვარე ღმერთი და ადამიანები ხარობენ." წმინდა იოანე ოქროპირი დიახ, მასწავლებლობა მართლაც ხელოვნებაა, რომელიც "გულის სისხლს მოითხოვს საფასურად." ეს, ჩემი აზრით, ღმერთისაგან ბოძებული ნიჭია, ნიჭი სიყვარულისა, სიკეთისა, მოყვასის გახარებისა,სითბოსა და მადლის გაცემისა... ყველა საფიქრალი მავიწყდება როცა კლასის კარს შევაღებ.იქ ხომ ჩემი პატარები მელიან მოუთმენლად. ელიან ახალს,საინტერესოს,მათთან ერთად ვმოგზაურობ ცოდნის ჯადოსნურ სამყაროში... და რა ბედნიერებაა, როდესაც შენი შრომის შედეგს იმკი.

Sunday, 2 February 2014

                     
    "  ბავშვმა სკოლაში,როგორც სალოცავ ტაძარში,ისე უნდა იაროს და  იქ,                                                                                                                                                                                                          უწმინდესი და უნეტარესი,სულიერი მოძღვარი დახვდეს."
                        
              
         ესაა ჩემი კრედო,როგორც პედაგოგის.ვიბრძვი,რომ ეს დიდებული სიტყვები                რეალობად ვაქციო და ჩემ საყვარელ მოსწავლეებს გავუძღვე წინ ცოდნის          ჯადოსნური სამყაროსაკენ!     





                               პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი
                                                             ოფელია უმეკაშვილი